გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

24-09-2018

მიმდინარე წლის 24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.

„კახეთის რეგიონში 214 ღვინის კომპანიის მიერ გადამუშავებულია 142 ათასი ტონა ყურძენი. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ყურძენი ღვინის კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 204,2 მლნ ლარი შეადგინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონისთვის რთველი-2018 იყო წარმატებული. ყურძნის კრეფა კახეთში კვლავ გრძელდება და უახლოეს დღეებში რთველის სამზადისი უკვე რაჭის რეგიონში დაიწყება” - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 41,3 ათასი ტონა, შემდეგ მოდის: ყვარელი - 40 ათასი ტონა, თელავი - 31 ათასი ტონა, სიღნაღი - 12 ათასი ტონა, საგარეჯო - 5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 4,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი - 3,8 ათასი ტონა.

მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 66,5 ათასი ტონა საფერავი, ათასი ტონა 56,8 ათასი ტონა რქაწითელი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც ოფიციალურად 20 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნა, 24 სექტემბრის მდგომარეობით 250 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.