გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

9-12-2023

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ აქტუალურ თემას თავდაცვის ძალების კოდექსში გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის სხვადასხვა შესაძლებლობა წარმოადგენდა. სტუდენტებმა ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.


თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. პარალელურად, ჯარისკაცები რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებს სტუმრობენ. მიმდინარე სასწავლო წელს სამხედროების მხრიდან სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებს დედაქალაქის გარდა, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, გორის, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ, სადაც ახალგაზრდებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს.