გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფო კილაძე: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

24-09-2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია.


როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება იმ გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით ატარებს.


„შემთხვევითი არ არის, როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოს მეხუთე ადგილზე ასახელებს, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებაა. ამ მონაცემებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რაც დიდი მიღწევა და შედეგია. ქვეყანას ასეთი სახის ინდექსების გაუმჯობესება მეტ ტურისტსა და მეტ ინვესტიციას მოუტანს, რაც მომავალში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასა და საგარეო იმიჯზე დადებითად აისახება”, – განაცხადა კილაძემ.


ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.