გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძის გადაცემაზე: რაც სოროსისგან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიო მოხელეებს ფულები მიუღიათ, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამაა

10-12-2023

„მელაძის ვერსიების (უფრო სწორად ცილისმწამებლური ფანტაზიების) ფასი საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ნოდარამ მგონი სოროსზე გადაწყვიტა გალაშქრება, პირდაპირ ვერ გაბედა, რადგან როგორც ჩანს ლიბერალური ელიტის "ლიბერალურობის" ბოლომდე არ სჯერა და ასე, ვითომ ივანიშვილზე ლაპარაკით (იცის რომ ამ შემთხვევაში არაფერი ემუქრება) შეფარულად სოროსს ლანძღავს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძის თაობაზე.


თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ მელაძემ ვერ გათვალა რა წამოაყრანტალა, როდესაც გადაცემაში თქვა, რომ საჯარო მოსამსახურეებს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან დამატებით ანაზღაურებას უხდიან და ამას პოლიტიკური კორუფცია უწოდა.


„გუშინ ტვ პირველზე ნოდარა მელაძემ თავის გადაცემაში ტრადიციულ აბსურდთან ერთად საინტერესო რამე თქვა - მე მგონიაო, რომ საჯარო მოსამსახურეებს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან დამატებით ანაზღაურებას უხდიან და ეს პოლიტიკური კორუფციააო. მელაძის ვერსიების (უფრო სწორად, ცილისმწამებლური ფანტაზიების) ფასი საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ნოდარამ მგონი სოროსზე გადაწყვიტა გალაშქრება, პირდაპირ ვერ გაბედა, რადგან როგორც ჩანს ლიბერალური ელიტის "ლიბერალურობის" ბოლომდე არ სჯერა და ასე, ვითომ ივანიშვილზე ლაპარაკით (იცის რომ ამ შემთხვევაში არაფერი ემუქრება) შეფარულად სოროსს ლანძღავს. აბა რაც სოროსის ფონდიდან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიოში მოხელეებს დამატებით ფულები აქვთ მიღებული, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამა გამოდის. ან მეორეა - ნოდარა საკმაოდ გამოქ***ია და ახალი "სენსაციის" შეთხზვის პროცესში უბრალოდ ვერ გათვალა რა წამოაყრანტალა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.