გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით პირველ რიგში გასათვალისწინებელია მათი ჩატარების პერიოდი 2023 წლის ოქტომბერი; სულ რაღაც ერთი თვე და კვლევების შედეგები ალბათ სულ სხვა იქნებოდა

11-12-2023

"შემცირდა გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის რომ ქვეყნის საგარეო კურსი ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს: აქ კვლავ ლიდერობენ ევროკავშირი და აშშ, მაგრამ NATO-ს რუსეთმა გაასწრო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

ქართველიშვილი NDI-ს ბოლო ფამოკითხვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოკითხვის პერიოდი რომ დამთხვეოდა იმ დროს, როდესაც უკვე არსებობდა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, გამოკითხვის შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

 

„NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით პირველ რიგში გასათვალისწინებელია მათი ჩატარების პერიოდი 2023 წლის ოქტომბერი. ეს ის დროა, როდესაც მავნებელთა ლეგიონი სერგი კაპანაძის მეთაურობით ჯერ კიდევ არწმუნებს ევროპას, რომ საქართველო არაა სტატუსის მინიჭების ღირსი, ხოლო მაკკეინის ინსტიტუტი კვლავ გვაწვება პუტინის დამარცხების მიმართულებით. ეს ის პერიოდია, როდესაც ევროკომისიას ჯერ არ გამოუცხადებია თავისი გადაწყვეტილება საქართველოსთვის EU სტატუსის მინიჭების თაობაზე. სულ რაღაც ერთი თვე და კვლევების შედეგები ალბათ სულ სხვა იქნებოდა.


ერთ წელიწადში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით), გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც საქართველოში დაცულად გრძნობს თავს 69%-ი. ქვეყნის მომავლის მიმართ მხოლოდ 14%-ი არაა ოპტიმისტურად განწყობილი. მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს შორის "კორუფცია/ნეპოტიზმი" დასახელებულია ბოლო ადგილას. გაიზარდა და უმრავლესობაშია მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვმა, ვისაც "დამაკმაყოფილებელი" ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

 

გამოკითხული 10 რესპონდენტიდან ემიგრაციაზე, მხოლოდ ერთი ფიქრობს. ერთ წელიწადში 54%-მდე გაიზარდა იმ გამოკითხულთა მაჩვენებელი, ვინც დადებითად აფასებს მთავრობის მუშაობას. პრემიერ-მინისტრის მუშაობას "ცუდად" მხოლოდ 26% აფასებს. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ ემსახურება. აქედან 19%-ი "ქართული ოცნების" მყარი მომხრეა, ხოლო "ნაცმოძრაობას" 4%-ი უჭერს მხარს.


შემცირდა გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის რომ ქვეყნის საგარეო კურსი ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს: აქ კვლავ ლიდერობენ ევროკავშირი და აშშ, მაგრამ NATO-ს რუსეთმა გაასწრო. საინტერესოა, რომ ჩინეთის თაობაზე მკვლევარებს კითხვა არ დაუსვამთ. გამოკითხულ ოპოზიციის მომხრეთა ყოველი მეხუთე, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერთა ყოველი მესამე რუსეთთან ურთიერთობების დამყარების მომხრეა.


NDI ტრადიციული რჩება თავის გამოკითხვებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის პრიორიტეტულობის განსაზღვრისას - წელსაც ეს თემა რატომღაც მხოლოდ 23%-ს აღელვებს, რაც პირადად ჩემში მთლიანად ამ მკვლევარის მიმართ კვლავინდებურად დიდ უნდობლობას იწვევს. კვლავ "ბალასტად" სურთ წარმოაჩინონ სოხუმიც და ცხინვალიც...“ - წერს ქართველიშვილი.