4-12-2017
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის და არა მხოლოდ ლანჩხუთის, სრულიად გურიის ისტორიული ძეგლის ჯიხეთის დედათა მონასტრის დღესასწაულია {ჯიხეთობა}.რომელიც ტრადიციულად ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება. ამ დღესან დაკავშირებით უამრავი სტუმარი ჩამოდის ყველა ჯიხეთობას და ეს სტუმრები არ ითვლება მხოლოდ ჯიხეთის სტუმრებად, ისინი ლანჩხუთის სტუმრები არაიან ყოველთვის. წელს ამ სტუმრებმა და ადგილობრივებმაც რასაკვირველია ვერ მოახერხეს ტაძრამდე მისვლა ტრანსპორტით, რადგან ჯიხეთში მიმავალი გზა ისეა მეწყრიდან ამორტიზიზრებული, ფეხით უნდა წახვიდე (ცენტრალური გზიდან 4კმ-ა ტაძარი). ეს მეწყერი არც მეტი და არც ნაკლები თვეზე მეტია რაც ჩამოწვა, მაგრამ ხელისუფლება როგორც ხშირად ხდება უმოქმედო აღმოჩნდა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. ვერც "გურულმა კუდაბზიკობამ"იმუშავა ეტყობა, არიქა სტუმრები მაინც რას იტყვიანო.?! რაც ძალიან სამწუხაროა.და ყველაზე მთავარი - როცა ბ-ნი ბიძინა აქტიურად ჩაერთო წინა საარჩევნო კამპანიაში ერთ დღეს ესტუმრა ამ ტაძარს და ტაძრის წინამძღვარს პირობაც მისაცა, რომ მომავალში ამ 4 კმ მონაკვეთზე ასფალტი დაიგებოდა, მის მერე აგერ კაღამ 6 წელი გავიდა და ასფალტი კი არა, რა გზაც იყო (რომელსაც ისე ვაკეთებდით ყველა წელს, რომ ყველა ტიპის ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდებოდა )ისიც აღარაა.
არანაირი ნიშნის მოგება მეგობრებო,მხოლოდ საქმე!-წერს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-იდან, კახა ასკურავა.
წყარო: "გურიის მოამბე"