გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე: შეუძლია ვინმეს დაასახელოს რა იდეური სხვაობა ჰქონდათ, რა ღირებულებებში ვერ შეთანხმდნენ, რა იყო დაშლის გამომწვევი მიზეზი, მარტო ის, რომ მელია გააგდეს?

11-12-2023

ნაციონალური მოძრაობიდან პარტიის წევრების გადინების პროცესს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, პარტიის დაშლის პროცესი დიდი ხანია მიდის და ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რომ ის ხელოვნურადაა მართული.


„დაშლის პროცესები ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც პირველი დიდი გაყოფა მოხდა პარტიაში და ნაციონალურ მოძრაობას ე.წ. პროევროპული ფრთა გამოეყო, თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ არავითარი პროევროპული, პროჰუმანური და პროცივილიზებული ფრთა ის არ ყოფილა და იყო ჩვეულებრივი ნაცმოძრაობის კლასტერი.


2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვუყურებთ მდგრად, სტაბილურ დაშლას პარტიისას და ეს პროცესი გრძელდება. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პარტია სამასმა კაცმა დატოვა, ცოტა არ იყოს, ხელოვნურია ეს პროცესი და გარედან მართულს ჰგავს.


შეუძლია ვინმეს დაასახელოს რა იდეური სხვაობა ჰქონდათ, რა ღირებულებებში ვერ შეთანხმდნენ, რა იყო დაშლის გამომწვევი მიზეზი, მარტო ის, რომ მელია გააგდეს? ერთი კაცის [მიხეილ სააკაშვილი] ერთგულებაზეა ეს ყველაფერი მიბმული, თუ რაშია საქმე? ასე მგონია, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი და იქნება ერთგვარი მცდელობა იმის, რომ შეიქმნას პატარ-პატარა წვრილი პარტიები და იქნება ერთგვარი მესამე ძალის შექმნის მცდელობა. ეს დაშლის პროცესი კიდევ გაგრძელდება და შედეგად რასაც მივიღებთ, თავისი შინაარსით ის ისევ ნაცკლასტერი იქნება," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.