გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წარდგენის დროს ინციდენტი მოხდა

24-09-2018

ბათუმში, მოქალაქე ასლან ვაშაყმაძემ დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყნის მოღალატე უწოდა და განცხადა, რომ არ აქვს უფლება კენჭი იყაროს.


"სალომე ზურაბიშვილმა მისი კამპანიის დაწყების დროს თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ის ქვეყნის მოღალატეა. არ აქვს უფლება პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს." - განაცხადა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ასლან ვაშაყმაძემ.

მოქალაქე დარბაზში მსხდომებმა ხმაურიანი შეძახილების ფონზე იძულებით გაიყვანეს. როგორც თავად ინციდენტის მონაწილემ განაცხადაის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.

დღეს სალომე ზურაბიშვილი როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა. მანამდე კი ზურაბიშვილი სპორცმენებს შეხვდა და მთავრობასთან პრობლემების მოგვარებისთვის შუამდგომლობას დაჰპირდა.


ipress.ge