გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ რეესტრის მოწესრიგებისთვის

12-12-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ რეესტრის მოწესრიგებასაც შეუწყობს ხელს.


„არსებობს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აქციების, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული. დიდი ალბათობით, დიდი რაოდენობაა მოქალაქეების, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოშიც არ იმყოფებიან ან გარდაცვლილები არიან, ვინაიდან საუბარია ძველი პირადობის მოწმობებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ, საერთო ჯამში, წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.