გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს

12-12-2023

ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და ამით დააბნიონ საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია არჩევნებზე ქართველი ხალხი არ დაიბნევა.


„ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.