პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მიხეილ სააკაშვილი: „გირჩს“ ივანიშვილის მითითებით, ზესტაფონის „წიდის“ ერთ-ერთი მფლობელი აფინანსებს

24-09-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური გაერთიანების "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ჯაფარიძე ამომბს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" სააკაშვილთან იდეური შეუთანხმობლობის გამო წამოვიდა.


ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი „ნაციონალური მოძრაობიდანო“.


კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი, თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა სამწუხაროდ ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას, სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული "გირჩი" არ მოევლინა.


"იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე, სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ“-წერს სააკაშვილი.