გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი: ბათუმი შავი ზღვის დედაქალაქი უნდა გახდეს

24-09-2018

პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბათუმი შავი ზღვის დედაქალაქი უნდა გახდეს და მას ტურიზმის გარდა სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონდეს.

 

ეს განცხადება მან ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

„ამ უძველეს ქალაქს ტურიზმის გარდა, სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონდეს. შავი ზღვა არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის, ევროკავშირისა და ნატოსთვის. ყველა ახალი მიმართულება შავ ზღვაზე გადის. იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვისაც. დღეს, ჩინეთი ფაქტიურად აწარმოებს ყველაფერს, რაც მსოფლიოში იყიდება და შესაბამისად გზა, როგორც ნიკო ნიკოლაძე ამბობდა თავის დროზე - ბერლინი-ფოთი-ჩინეთი, ძალიან გააქტიურებულია. ამდენად, ბათუმი უნდა გახდეს შავი ზღვის დედაქალაქი, მას ეს ფუნქცია უნდა დავუბრუნოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.