4-12-2017
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაზა გურჩიანი თანამდებობას ტოვებს. პატაკი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ დაწერა. ეს, სავარაუდოდ, ქობულეთში, 25 ნოემბერს სპეცოპერაციისშედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უკავშირდება.
სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ასაფეთქებელი მოწობილობების ამოღების მუხლით კიდევ ორი მოქალაქის დაკავება იგეგმებოდა ქობულეთში, თუმცა პოლიციელებმა მათი დაკავება ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქობულეთის პოლიციის უფროსის გადადგომის შესახებ. უწყებაში არც ვინმეს მიმალვაზე ადასტურებენ ინფორმაციას.
ამ დროისთვის აჭარაში შსს-ს ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს პოლიციის დეპარტამენტების უფროსების თანამდებობები ვაკანტურია.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"