გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გამო, მხოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მშრალ შიმშილობას იწყებს

24-09-2018

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდება.  "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი საზოგადოებაში.

მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვის შემდეგ ქუთაისი უფუნქციოდ დარჩება.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი სამბოში ბესიკ მიქელთაძე ამის გამო უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს და მშრალი შიმშილობით იმუქრება:

"აპირებთ წაიღოთ პარლამენტი ქუთაისიდან. გპირდებით, დავიწყებ მშრალ შიმშილს. გარიგება ესაა: წაიღებთ პარლამენტს, წაიღებთ ჩემს სიცოცხლეს",- ამბობს ბესიკ მიქელთაძე.