გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას

13-12-2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გათვალისწინებული 790 მილიონი ლარიდან, 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.


„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტის სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგეგმილია, დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება. 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. მისი თქმით, 2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.