გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი

13-12-2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის:


• რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;
• თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;
• მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე;
• მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი.