გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევე ერთი უტყუარი მტკიცებულება

13-12-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ევროკომისარი ევროპული გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადების შესახებ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას აფასებს, სადაც ვარჰეი აცხადებს, რომ „საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი“.


როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება.


„კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში რომ ევროკავშირის გაფართოების კომისარს აკრიტიკებს ოპოზიცია, ბევრი კითხვა რჩება? ეს არის მარტივი პასუხი. ბევრი კითხვა არ რჩება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს და ეს არის მათი არა მხოლოდ წამოცდენა, არა მხოლოდ ქვეცნობიერიდან ნასროლი კრიტიკა, არამედ მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი, უტყუარი მტკიცებულება საქართველოს წინააღმდეგ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.