გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურამ მაჭარაშვილი: იმ კანონპროექტის ევროკავშირში დარეგისტრირება, რომელიც „ხალხის ძალამ“ შევქმენით, ნიშნავს, რომ უკვე მსოფლიო დონეზე ვარეგისტრირებთ კანონპროექტებს

13-12-2023

„ევროკავშირი თუ მიიღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენთან ამ კანონს რუსულს უწოდებდნენ, სავარაუდოდ, იტყვიან, რომ მათთვის კარგი კანონპროექტია, ჩვენ კი გვაწყენდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პრაგმატული და ღირსეული პოლიტიკა განაპირობებს სწორედ იმას, რომ საქართველოში შექმნილ კანონპროექტს ევროკავშირი არეგისტრირებს, ხოლო კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაციაა გაცემული.


„ზოგადად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ როცა ხედავენ, შენ შენს ეროვნულ ინტერესებს ღირსეულად იცავ, შენს სახელმწიფოს პირველ ადგილზე აყენებ, მაშინ გცემენ პატივს და უფრო გაფასებენ. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის მიღებაში უდიდესი როლი მიუძღვის, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას; ასევე, „ხალხის ძალას“, რომელმაც საზოგადოება სწორი ინფორმაციით შევაიარაღეთ და საქართველოს ხელისუფლებას, თავისი პრაგმატული პოლიტიკის გამო. ასე რომ არ ყოფილიყო, არათუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ, აუცილებლად დაიწყებდნენ ხელისუფლების უკანონო ცვლილებას და, ამავდროულად, გვეტყოდნენ - რატომ უნდა მოგცეთ კანდიდატის სტატუსი, როდესაც ისედაც ცალ ფეხზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთო. სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკის გამტარებელი ადამიანები ჰყავთ აქ, რადიკალური ოპოზიციის სახით. ამიტომ, კიდევ ერთხელ - ევროკავშირში რომ დარეგისტრირდა ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ შევქმენით, ერთი მხრივ იმას ნიშნავს, რომ უკვე მსოფლიო დონეზე ვარეგისტრირებთ კანონპროექტებს, რომელსაც ევროპარლამენტში იღებენ და რომელიც დემოკრატიას დაიცავს ევროპაში და მეორე მხრივ, ამით ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ - თურმე საჭირო ყოფილა უცხო ქვეყნიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.