გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს

25-09-2018

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო პლაკატების განადგურების მორიგი შემთხვევა კახეთში. თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები თითქმის მთლიანად ჩამოხეულია.


ოპოზიციამ ფაქტის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს უკვე მიმართა.


მათივე თქმით, პოლიციამ დამნაშავის ვინაობა იცის, თუმცა მათივე მტკიცებით,  ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და მისი დაკავება ვერ მოხდება.

ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.


„მივმართეთ პოლიციას, მაგრამ პოლიციამ განგვიცხადა, რომ ეს არის შშმ პირი. ჩვენ ამ ადამიანმა დაგვიდასტურა, რომ ის აკეთებდა ამ ყველაფერს აკეთებდა დავალებით. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, თქვენ ამით ვერ მოიგებთ არჩევნებს, თქვენი დრო დამთავრებულია,“-განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.


rustavi2.ge