გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია გამქრალია თვალსაწიერიდან

14-12-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი.


„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილზე არა აქაური ნაცსექტანტების, არამედ გლობალური ომის პარტიის აქტორთა უდიდესი წნეხია, რომ კრიმინალი სააკაშვილი შეიწყალოს. გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი.


თუმცა, სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია გამქრალია თვალსაწიერიდან“-წერს გია აბაშიძე.