გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

14-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.


პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ECO.Georgia ფარგლებში,  სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარეს.  ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა პრაქტიკულ სამუშაოებს.


პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.


თანამშრომელთა გადამზადება მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის, ასევე ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების მიზნით.