გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოზურგეთის მერმა დეკლარაციაში ქონება დამალა

25-09-2018

ოზურგეთის მერი, კოტე შარაშენიძე კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. თუკი მანამდე მან ბიუჯეტის ფული სიძეს გადაურიცხა, ამჯერად  თავისი ოჯახის კუთვნილი ქონება დამალა და ქონებრივი დეკლარაცია კანონის დარღვევით შეავსო. რატომ დამალა ოზურგეთის მერმა შვილის კუთვნილი ქონება და როგორ აღმოჩნდა შარაშენიძის მერობის დროს აუქციონზე გაყიდული ქონება მისი მერობის შემდეგ, თავისი შვილის კუთვნილება?!

 

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ოზურგეთის მერს არ სურს. ასე გაგვიცხადეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. სანამ ისტორიას მოგიყვებოდეთ, დეტალურად აღვწერთ ჩვენი მკითხველისთვის, თუ რა გზებით ვეცადეთ კოტე შარაშენიძისგან კომენტარის მოპოვებას:

 

 

  1. დავურეკეთ კოტე შარაშენიძეს, რომელმაც ტელეფონზე არ გვიპასუხა.

 

  1. სატელეფონო შეტყობინება დავუტოვეთ კოტე შარაშენიძეს, რომელზეც არ გვიპასუხა

 

  1. კოტე შარაშენიძეს დავურეკეთ სხვა ნომრით, რომელზეც გვიპასუხა და ჩემი ხმის ამოცნობისთანავე ტელეფონი გათიშა (ავტ: თამარ ლეფსვერიძე).

 

  1. დავუკავშირდით კოტე შარაშენიძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკატერინე მგელაძეს, რომელსაც მოვუყევით ჩვენი მერთან დაკავშირების მცდელობების შესახებ და ვთხოვეთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

 

  1. ეკატერინე მგელაძეს გავუგზავნეთ კითხვები.

 

  1. ვინაიდან ეკატერინე მგელაძე თბილისში იმყოფებოდა მივლინებით, გადაგვამისამართა ნინო სალუქვაძესთან.

 

  1. დღის ბოლოს ნინო სალუქვაძემ გაგვიცხადა, რომ მერს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურდა.

 

 გამგებლობის დროს აუქციონზე გაყიდა,  შემდეგ შვილმა იყიდა, დეკლარაციაში დამალა - კოტე შარაშენიძის ყიდვა-გაყიდვის სქემები

 

 

2014 წლის 28 აპრილს, მაშინ როდესაც ოზურგეთის გამგებელი იყო ოზურგეთის ამჟამინდელი მერი კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა აუქციონი, რომელზეც საპრივატიზაციოდ გამოიტანა 158 000 ლარად შეფასებული 6358 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 26.01.45.062, რომელიც მდებარეობს შეკვეთილში, ზღვის ნაპირიდან 170 მეტრში, „ბლექ სი არენას“ პირდაპირ განლაგებულ ფიჭვნარში.

 

 

2014 წელს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არავინ  მიიღო, შესაბამისად გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი, სადაც „აიპრესის“ ინფორმაციით, მიწის ღირებულება განახევრდა და შეადგინა 79 000 ლარი, რომელიც შეიძინა მოქალაქე ლია სამადაშვილმა.

 

ამ პერიოდში კოტე შარაშენიძე კვლავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია. მიწა აუქციონზე სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააქვს.

 

2016 წლის 22 იანვარს, როდესაც უკვე კოტე შარაშენიძე აღარ არის გამგებელი, ნაკვეთის მაშინდელი მესაკუთრე, ლია სამადაშვილი, რომლის მეუღლეც გიგა მახარაძე წარმოშობით ოზურგეთელია, (ნატანებიდან) და იქ გარკვეულ ბიზნესებს ფლობს, აღნიშნულ ნაკვეთს ყოფს სამ ნაწილად და როგორც დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, ასხვისებს კიდევ ორ პირზე. ამათგან ერთი მოქალაქე მარინა ყუფუნიაა, რომელზეც 2100 კვმ-ს ასხვისებს 2017 წელს და მეორე არის გოდერძი შარაშენიძე, კოტე შარაშენიძის შვილი, რომელზეც ნაკვეთს ასხვისებს 2016 წლის 17 თებერვალს, საუბარია 380 კვმ-ზე,  სწორედ იმ 380 კვადრატულ მეტრზე, რომელიც დეკლარაციაში არ არის ასახული.

 

 

 

ფოტო N1 ადასტურებს, რომ ნაკვეთი საკადასტრო ნომრით 26.01.45.062 დარეგისტრირდა ლია სამადაშვილის საკუთრებად 06/08/2014 10:26:06 აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე.



ipress.ge