გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ომიაძე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

14-12-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბორჯომში  დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მაია ომიაძემ სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ორგანიზაციების წევრებს 2024 წლის სამოქმედო გეგმა,  ღონისძიებები და პროექტები გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დანიშნულების მართვის 5 ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში  ტურისტული პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.