გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება!

15-12-2023

ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთის დავალებით. ახლა მთელი „ქოცბანდა“ ზის და ნერვიულობს, რუსებმა ყური არ აგვიწიონო - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ეტაპია და კარგია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ. მთავარი შედეგი  ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისთვისაც ცხრა პირობა გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის, სრულად სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რეალური სასამართლო რეფორმა და ა.შ.

 

საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. რას მოგვიტანს ეს?! - უსწრაფეს განვითარებას. ასე რომ, კარგი დღე გვქონდა წინასაახალწლოდ და მადლობა ევროპელებს!" - აცხადებს ოქრიაშვილი.