სამშაბათი, ივნისი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა FAO-ს მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი ორგანოს მე-10სესიაში მიიღო მონაწილეობა

15-12-2023

იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მე-10სესიაზე ძირითადი ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-დაცვას, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების შერჩევას და გავრცელების ხელშეწყობას, ეროვნული კოლექციების და თესლის გენეტიკური ბანკის შექმნის აუცილებლობას დაეთმო.


სესიაზე ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში, შენარჩუნებასა და გავრცელების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში ქვეყნების მთავრობების ჩართულობასა და მათ როლზე.


თემატური შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრეზიდენტს ლუიჯი მოიოს და სამეცნიერო დირექტორს ჟან კლაუდ რუფს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღებაქართველ მკვლევართა ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობას, მეღვინეობის და ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორი 2017 წლიდან არის.