გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე მოსახლეობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

15-12-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ქვეყნის მოსახლეობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.


"საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.


ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.


ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!- აცხადებს მინისტრი.