გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საქართველო წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი

15-12-2023

„მსურს, თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროკავშირის ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამას ჩვენ საუკუნეები ველოდით, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებულიყო. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელი საქართველო გაერთიანებულია ერთი დიადი, დიდი მიზნის გარშემო, რასაც ქვია ევროკავშირის წევრობა" - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.


ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ვიცე-პრემიერმა 14 დეკემბრის ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში.


„ჩვენთვის ევროპაში ყოფნა ცივილიზაციური არჩევანია და შესაბამისად, ის აღემატება ეკონომიკურ, პრაგმატულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში, თითოეული ქართველისთვის საზეიმო დღეა და ჩვენ ყველა ვართ ემოციურები, როდესაც საქართველომ დღეს უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, 2014 წლიდან მოყოლებული გავიარეთ ეს გზა, როდესაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ყველა ვალდებულება შეასრულა და იყო გამორჩეული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო ასევე წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, საქართველო ყველა აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა და სამართლიანად მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. მან ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა.


„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მონდომება, შრომა და პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.