გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბაჩო ოდიშარია რეჟისორ ბერიაზე: ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და თავად არიან ცენზორები

16-12-2023

კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, უტა ბერიას ფილმის ჩვენების თაობაზე.


ბაჩო ოდიშარიას თქმით, ფილმის ჩვენება შეთანხმებული იყო პროდიუსერთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ფილმი პროგრამაში ჩაჯდა ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი და მოითხოვა მისი ამოღება, რითაც დადასტურდა, რომ ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე თავად არიან ცენზორები.


„კინოცენტრში მისვლისთანავე, ჩემი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო რომ თანამედროვე ქართული ფილმების უფასო რეტროსპექტივა მოგვეწყო, რადგან ახალი ფილმები ქართველი მაყურებლისთვის უცნობი და ხელმიუწვდენელი იყო ამდენხანს და მსგავსი რეტროსპექტივაც არასოდეს გაკეთებულა. ამის ფარგლებში, ყველა მოაზრებული ფილმის რეჟისორს გავუგზავნეთ ნებართვის კეთილი ნების წერილი (კეთილი ნების იმიტომ, რომ კინოცენტრი ნებართვას პროდუსერისგან იღებს მისი დაფინანსებული ფილმის ჩვენებაზე, რაც ძალზედ არასწორია - კინოცენტრს მისი დაფინანსებული ფილმის არაკომერციულ ჩვენებაზე ნებართვა ჭირდებოდეს - და აუცილებელია ამ წესის ცვლილება). ერთ-ერთმა ბოიკოტში მყოფმა რეჟისორმა, უტა ბერიამ, მას შემდეგ რაც არ უპასუხა ორჯერ მიწერილ მეილს, შემდგომ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარისას განაცხადა, რომ ჩვენებაზე თანხმობას პროდუსერი იძლევა და მისგან აიღეთ ნებართვაო. პროდუსერმა ჩვენებაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც ფილმი ჩაჯდა პროგრამაში. პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ, ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა დაამუნათეს რეჟისორი, რატომ არის შენი ფილმი პროგრამაშიო, რის მერეც, დაგვდო პატივი და მოგვწერა, რომ არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე. მას განემარტა, რომ სატელეფონო საუბარში თავადვე განგვიცხადა, მსგავს გადაწყვეტილებას ფილმის ჩვენების ნებართვაზე იღებდა პროდუსერი, ხოლო პროდუსერისგან ჩვენ გვქონდა თანხმობა. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა პროდუსერს და მოთხოვა რომ მას მოეწერა ფილმის ამოღების შესახებ წერილი.


პროდუსერმა მოიწერა, რომ რეჟისორმა მას თხოვა, ფილმის ამოღება, მაგრამ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რაც ერთადერთია, ამ მომენტში არსებული კინოცენტრის შიდაგანაწესის მიხედვით, რაც წყვეტს ფილმის გაშვების საკითხს. მოკლედ, დღეს იყო ბერიას ფილმის ჩვენება, რადგან როგორც უკვე ითქვა, კინოცენტრი არავის დუქანი არაა და როდესაც ის ახორციელებს პროგრამას ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით და იღებს თანხმობას, მოგვიანებით, ლიბერალური ბულინგით დაშინებული ადამიანების პოზიციების ცვლილებები ვერ იქნება ფაქტორი კინოცენტრის პროექტების ფუნქციონირებისთვის.


დღეს ბერია მივარდა კინოს სახლში, ვანდალურად გაათიშინა ერთი საათის დაწყებული ჩვენება და მაყურებელს განუცხადა, რომ ის არ იყო თანახმა ფილმის ჩვენებაზე და კინოცენტრმა ისე გაუშვა ფილმი. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი არაერთგზის ნათქვამი, რომ ეს ენჯეო რეჟისორების საფესტივალო კასტა, ქართველი მაყურებლისთვის არ იღებს ფილმებს და აგრეთვე ის ფაქტი, რომ თავად არიან ცენზორები, რადგან კინოს ცენზურის მსგავსი ფაქტი, მას შემდეგ, რაც “ცხელი ძაღლი” დააცენზურეს ნაცებმა, ქართულ კინემატოგრაფში არ გვქონია - შუა სეანსიდან ფილმი გაეთიშოთ. ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რა პრიორიტეტები აქვთ ბოიკოტის ავანგარდში მყოფებს და რა ტიპის ურთიერთობა და მიმართება ქონდათ მათ კინოცენტრთან. მაგრამ მათი თავგასულობა აღარ გაგრძელდება, ეს არაა ძველი კინოცენტრი, რომელსაც საკუთარი ჯიბის ინსტიტუციად იყენებდნენ და ეს არ არის დუქანი. კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის პატივისცემის სწავლა მოგიწევთ, და ამას ან ისწავლით, ან გასწავლით!“- წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.