გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი: საქართველოზე, ქართველებზე, ქართველ დედებზე, სარწმუნოებაზე, თითოეულ ჩვენგანზე ასეთი ზიზღით, სიძულვილით დაწერილი სტატია მე ჯერ არ შემხვედრია

16-12-2023

„ამ საშინელი გამიზნული სიბილწის ავტორი, ჩემს ცხოვრებაში თუ ვინმე შემხვედრია, მათ შორის არის ყველაზე (ყოველგვარი "ერთ-ერთის" გარეშე) უბინძურესი უსულო სხეულის პატრონი თენგიზ აბლოთია, - ასე ეხმაურება, აზერბაიჯანულ გამოცემაში დაწერილ სტატიას, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ეს სტატია დაწერილია საქართველოს, მისი ისტორიის, მისი სარწმუნოების, მამულისა და ენის მიწასთან გასწორების მიზნით.


„მე მაქსიმალურად ვერიდები ადამი-ანს შევეხო პირადად, ვინაიდან ყოველი ჩვენგანი უფლის ხატის მსგავსებად შეიქმნა. როდესაც არაადამიანური ცხოვრების გზით შეგნებული არჩევანით ესა თუ ის არსებად ქცეული თავად კარგავს საკუთარ თავში ამ ხატსა და მსგავსებას, და ახშობს სულსა შინა თვისსა ღვთაებრივი შთაგონების უკანასკნელ მექანიზმს, სინდისს, ესეც კი არ უნდა გახდეს ადამიანის განკითხვის საგანი, რამეთუ სამსჯავროზე ეს მხოლოდ ორის გარჩევის საკითხად იქცევა. ყოველი მესამე აქ ზედმეტია. მაგრამ ჩათვალეთ, რომ გამიზნულად ვცოდავ.


საქართველოზე, ქართველებზე, ქართველ დედებზე, სარწმუნოებაზე, თითოეულ ჩვენგანზე ასეთი ზიზღით, სიძულვილით დაწერილი სტატია მე ჯერ არ შემხვედრია. დაწერილია ყველაზე ავტორიტეტული აზერბაიჯანული გამომცემლობისთვის.


დაწერილია მათი "ავტორის" სტატუსით; დაწერილია საქართველოს, მისი ისტორიის, მისი სარწმუნოების, მამულისა და ენის მიწასთან გასწორების მიზნით; დაწერილია პოზიციიდან "დავითგარეჯა - აზერბაიჯანია", არც გაიფიქროთ ამ მიმართულებით პროქართული ფიქრიც კი.


ეს კოლექტიური "საზიზღრობა", რასაც თქვენ, აზერბაიჯანელებო "საქართველოდ" აღიქვამთ, თქვენი ფეხის ფრჩხილის ღირსიც კი არ არის. ამ საშინელი გამიზნული სიბილწის ავტორი, ჩემს ცხოვრებაში თუ ვინმე შემხვედრია, მათ შორის არის ყველაზე (ყოველგვარი "ერთ-ერთის" გარეშე) უბინძურესი უსულო სხეულის პატრონი თენგიზ აბლოთია. ასეთები არ უნდა იბადებოდნენ, ხოლო გარდაცვალება მას ისედაც არ უწერია. როგორ უნდა გარდა-იცვალოს? ასეთები უბრალოდ კვდებიან...", - წერს ქართველიშვილი.