გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, თავადვე არ მისცა საკუთარ თავს საშუალება, საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან ერთად ყოფილიყო

17-12-2023

ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], - ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.

 

ქადაგიშვილის თქმით, ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა.

 

"რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.