გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს "ნაცური თავხედობა" აღარ დავუშვათ

18-12-2023

კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც არათუ ქველმოქმედებას არ ეწეოდა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა, სახელმწიფო, თანამოქალაქეები. ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის ის, რაც არის კეზერაშვილის წარსული და აწმყო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.


კობახიძის თქმით, "ნაცური თავხედობაა", როდესაც დავით კეზერაშვილის ტელევიზია აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ.


მისი განმარტებით, მსგავს ფაქტებს, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით, თუმცა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.


"ამას მე ვუწოდე "ნაცური თავხედობა" და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს მას პასუხი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ კანონის მთელი სიმკაცრით. უბრალოდ, არ შეიძლება ასე მარტივად იმის მოთმენა, რომ ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, "ნაცური თავხედობა".


რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის უფლებების სტანდარტები, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თავისუფლების სტანდარტები - ეს ყველაფერი დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. მაგრამ ამ ფარგლებში, რასაც ჰქვია კონსტიტუციის ჩარჩოები, ადამიანის უფლებების სტანდარტები, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს "ნაცური" თავხედობა, მათ შორის, ამ ფორმით, აღარ დავუშვათ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.