გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა

18-12-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის შეჯამებისას სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა.


მინისტრმა კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით გაწეულ სამუშაოსა და განხორციელებული რეფორმების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების როლზე გაამახვილა ყურადღება.


„მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რომელიმე ქვეყანას, არამედ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, „მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომლის მმართველობა ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი აღმოჩნდა“.