26-09-2018
28 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ,,ექვთიმეობა“ აღინიშნება.
17:00 საათზე სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია’’, ფოლკლორული ანსამბლი ,,შემოქმედი’’, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,რეხეული’’ და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორია მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილება.