გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21,700 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

18-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ  და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაცია სააკორდინაციო შტაბში მოისმინეს.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 21,700  ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ფერმერებმა დაახლოებით 7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 2 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა. 


მინისტრის მოადგილე პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის, შპს „ბიოჯუსის“ საწარმო დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდა.