გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: 2012 წელს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან

18-12-2023

2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.


„2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ბაზრების მოცულობა გაზრდილი არის 6.5-ჯერ. ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსნენებათ, რომ ევროპასთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა და მოქმედებს ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან.


შედეგად ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.


ასევე ჩვენ წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ესეც დამატებით 10 მილიონიანი ბაზარი დაემატება ჩვენს ქვეყანას. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან, ისრაელთან და საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან ამავდროულად. ეს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ და ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.