გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ გახდა ათეას საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამარჯვებული

18-12-2023

ონის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ გახდა ათეას საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის გამარჯვებული.

 

მუნიციპალიტეტს, სპეციალური ჯილდო 2023 წლის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტის წარდგენისთვის გადაეცა, რომლის თემას ,,მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება" წარმოადგენდა.

 

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს მერიის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროექტზე მომუშავე წევრებს მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის და მივულოცო ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ნიშნავს მოქალაქის უფლებას, განსაზღვროს ან გავლენა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობების განხორციელებაზე, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გამარჯვებულია" - სერგი ხიდეშელი.