გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის" პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა

18-12-2023

ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაზე, მათ შორის, იქნება „ხუდონჰესის" პროექტი, ოღონდ ეს იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი და ასე ვთქვათ, მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე და ზოგადად რეგიონზე. პირიქით, მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი, „ენგურჰესის" პროექტის შემდეგ, ეს იქნება მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის.


„მოგეხსენებათ, ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის" პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის.


ასევე ვაგრძელებთ მუშაობას „ნენსკრას" განვითარების მიმართულებაზეც. დაგეგმილია 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება საქართველოში.


ახლა აქტიურად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიების ათვისებაზე. დღეს გაფორმებული გვაქვს 245 ხელშეკრულება; პოტენციური ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 3000 მგვტ-ზე მეტი, სავარაუდო გამომუშავება დაახლოებით 13 მლრდ კვტ.სთ. ეს, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.


ჩვენ იცით, რომ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა სავალუტო ფონდთან და ჩვენს პარტნიორებთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც დაინერგა ახალი სქემა და ე.წ. CFD სქემა, ჩატარდა პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის; გამარჯვებული 27 კომპანია არის გამოვლენილი, ჯამური გამომუშავება შედეგად იქნება 1,100 მლრდ კვტ.სთ და მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა.