პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო

18-12-2023

მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.


„მე მიდნა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რეანომობილების დეფიციტი იყო ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანომობილი, რომელიც განაწილდება მთელს ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.