გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თენგიზ ნასარიძემ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები  და დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიებს.


„აგროტექნოლოგიების და აგროინოვაციების ფორუმი ფერმერებისა და  დაინტერესებული მხარეებისათვის კარგი პლატფორმაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მისასალმებელია ღონისძიებაში ახალგაზრდების მონაწილეობა.  მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.


ფორუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ფერმერები და  მეწარმეები ესწრებოდნენ.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა. 


აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.