გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროპოლის ეგიდით და საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

19-12-2023

მიმდინარე წლის 12-13 დეკემბერს, ევროპოლის ეგიდით, EMPACT -ის („ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ" European Multidisciplinary Platform Against Criminal threats) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და იტალიის რესპუბლიკის NAS Carabinieri თანა-ორგანიზატორობით, თბილისში კონფერენცია EMPACT IPCCGC/OPSON XIII on Counterfeit Food and Geographical Indications გაიმართა.


კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის დელეგატმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნიდან), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ევროკომისია, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (Frontex), მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაცია (WCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვა.) და კერძო ორგანიზაციებმა (Amazon, Bordeaux Wine Council, Barilla და სხვა) ერთმანეთს გაუზიარეს არსებული გამოცდილება, განხორციელდა ინფორმაციის მიმოცვლა და განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, პროდუქციის ფალსიფიკაციისა და ფულის გაყალბების დანაშაულებთან ბრძოლისა და მათი პრევენციის ახალი მიდგომები.


კონფერენციის პირველ დღეს შეჯამდა ოპერაცია OPSON XII-ის შედეგები და დასახულ იქნა სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე ოფიციალურად გაიხსნა ოპერაცია OPSON XIII. კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა EMPACT-ის  ოპერატიულ შეხვედრას საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით.