გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ვაშაძე: NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე

19-12-2023

NDI-ის ბოლო კვლევა, საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, იმიტომ რომ პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე. ეს ღიად მაქვს მათთვისაც ნათქვამი, რატომ აკეთებენ ამას, მე არ ვიცი. პირდაპირ გეუბნებით, რომელი სოციოლოგიც გინდათ მოიყვანეთ, ყველა იტყვის, რომ ეს არის სისულელე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, მთავარი კვლევა 2024 წლის არჩევნები იქნება, სადაც "გამარჯვების კოალიცია", რომლის კამპანიის ხელმძღვანელიც ვაშაძეა, გამარჯვებას და კოალიციური მთავრობის შექმნას აპირებს.


"მთავარი კვლევა იქნება ოქტომბერში არჩევნებზე. მე გეუბნებით, რომ ვარ "გამარჯვების კოალიციის" კამპანიის ხელმძღვანელი. "გამარჯვების კოალიციის" ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, შევქმნათ საბოლოო კოალიციური მმართველობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა. ამისათვის ვემზადებით ძალიან სისტემურად, ამიტომ ვარ ახლა ქუთაისში, ამიტომ ვიყავი გუშინ რუსთავში, ამიტომ ვიყავი ზესტაფონში, ამიტომ მოვივლით მთელ საქართველოს. გვაქვს ძალიან მწყობრად გაწერილი ტაქტიკა და გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას ვუთხრათ და ახლაც ვეუბნები: ჩვენი გამარჯვება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველოს ჭაობში - რომელიც გინდათ აირჩიეთ" - აღნიშნა ვაშაძემ.


მისივე განცხადებით, NDI-ის კვლევა არასწორად არის ჩატარებული და კარგი იქნება, თუ აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორს ახსნა-განმარტებისთვის ტელევიზიების ეთერი დაეთმობა.


"არასწორად არის ეს კვლევა გაკეთებული, თავისთავად, კითხვაც არასწორია. რა ვიცი, ერთ კვირის წინ IRI-ის კვლევა გამოვიდა, სხვა მონაცემია, ერთ კვირის შემდეგ NDI-ის კვლევა გამოდის - სხვა მონაცემია. NDI -ის დირექტორთან მქონდა მეგობრული საუბარი, ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი, მას დაუსვით ეს კითხვა. კარგი იქნება, თუ ტელევიზიაში მოიწვევთ ამ ადამიანს და ახსნა-განმარტებას გააკეთებს. როცა ყველა სოციოლოგი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ეუბნება, რომ პოლიტიკური კვლევა ასე არ უნდა ჩატარდეს, რატომ ატარებს ასე, მე არ ვიცი" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.