გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

26-09-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას „Tastingwork”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი უძღვებოდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართული ღვინის პრეზენტაციას, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები იყო წარმოდგენილი, ღვინის ამერიკელი პროფესიონალები დაესწრნენ. ლიზა გრანიკის ინფორმაციით, ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი შემდეგ ღონისძიებას მოუთმენლად ელიან, სადაც ქართული ღვინის ჯიშობრივი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი. ღვინის მაგისტრის შეფასებით, აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი, რომელიც გასულ წლებში გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ია.


ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Tastingwork”-ის ორგანიზებით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის ათეულობით პრეზენტაცია გაიმართა, საქართველოში კი ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი მოეწყო.


ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს. ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად, ღვინის მაგისტრი საქართველოს ოქტომბრის თვეში ეწვევა.