გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი: ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ბნელი დრო დადგა პოლონეთში

20-12-2023

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს.


"ახალი წესრიგი [პრემიერ-მინისტრ] დონალდ ტუსკის მმართველობისას. ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ამისათვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება, ხოლო წარმატება გარანტირებული არ არის. ამიტომაც უნდათ ამის გაკეთება ძალით. საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხი უკვე გათიშულია. ბნელი დრო დადგა პოლონეთში", - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.