გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

21-12-2023

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი 15 დეკემბერს, GIZ - ის პროექტის " მდგრადი ქალაქები საქართველოში" ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

შეთანხმებას ონის მერმა სერგი ხიდეშელმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და „მდგრადი ქალაქები საქართველოში“ პროგრამის დირექტორმა ანკა დერიხსმა მოაწერეს ხელი.

 

პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული, ინოვაციური პროექტების შემუშავება ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვისა და საჯარო სივრცეების მიმართულებით. ამ ეტაპზე პროექტი პარტნიორობს ზუგდიდის, ონის და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან.

 

ონში პროექტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მუნიციპალური ენერგიის მართვის სისტემა და ენერგოეფექტურობა იქნება. ამ მიზნით უკვე დაწყებულია წინასწარი სამუშაოები, შეფასდა ქალაქის საჭიროებები და შესაძლებლობები.

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა, ქალაქების როლი ევროინტეგრაციის გზაზე და ერთობლივი სამომავლო გეგმები.