გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

21-12-2023

„მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“- გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler

ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.


„ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, საქართველოში შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. თუმცა თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი მორთულია კასკადური განათებით, რაც საახალწლო ნაძვის ხის მასიურ იმპროვიზებას წარმოადგენს“,-წერს გამოცემის ჟურნალისტი ქეითლინ მორტონი. Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.


https://www.cntraveler.com/galleries/2015-12-08/copenhagen-to-quebec-14-cities-that-do-christmas-best?fbclid=IwAR1QqRFagKxr80GnFsc9NTPyW1Wy9OLJNxHicijkt6rVVNCfIbblUGA41Bg