გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

The Washington Examiner: ნეტფლიქსის საბავშვო შოუში "CoComelon" ბიჭი გვირგვინით და კაბით ცეკვავს გეი მშობლებისთვის

21-12-2023

"ნეტფლიქსის" საბავშვო სერიალის, CoComelon Lane-ის ახლახან გამოშვებულმა სერიამ ინტერნეტ-მომხმარებლებში გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან მასში ნაჩვენებია გვირგვინსა და კაბაში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც თავისი ორი მამისთვის ცეკვავს.


პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმაზე გამოსულმა საბავშვო შოუმ, ყურადღება მიმდინარე კვირას მიიპყრო კლიპის გამო, რომელშიც გეი წყვილი ეხმარება თავიანთ პატარა ბიჭს, შეარჩიოს სამოსი ფოტოგადაღებისთვის. კლიპში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა YouTube-ზე, სამივე მათგანი მღერის სიმღერას სახელწოდებით "უბრალოდ იყავი საკუთარი თავი".


Newsweek-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა "ნეტფლიქსის" ბოიკოტირება მოითხოვეს და Cocomelon Lane-ის აღნიშნულ სცენას "უბრალოდ ბოროტება" უწოდეს.