გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ხალხის ძალა“ : სწორედ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა იყო ის, რამაც ჩვენს ქვეყანას, ერთი მხრივ, უკრაინიზაცია აარიდა თავიდან და მშვიდობა შეუნარჩუნა და მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა

21-12-2023

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციას რევოლუციის მორიგი მცდელობა ექნება.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისათვის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ორწლიანი წარმატებული ბრძოლის შედეგია.


კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც „გლობალური ომის პარტიამ“ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ დაკარგა რევოლუციური აქტუალობა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ამ შედეგის დადგომაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ - „ხალხის ძალას“ მიგვიძღვის. რომ არა სიმართლე, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას ვეუბნებოდით, ქართველი ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იმ იარაღით, რომელიც უმძიმეს ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო აუცილებელი.


საზოგადოებას განვუმარტეთ სიმართლე, რომ კანდიდატის სტატუსს არც რაიმე ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი უკავშირდებოდა და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აჩქარებდა. ამ ფონზე, სტატუსის თემა ერთადერთ მიზანს - სტატუსის არმოცემის პირობებში, საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნებას ისახავდა. თუმცა, იმის გამო, რომ ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ამ თემამ რევოლუციური მუხტი სრულად დაკარგა.


საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ ის, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ინსტრუმენტი, „გლობალური ომის პარტიისთვის“ სრულად გაუფასურდა. სწორედ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა იყო ის, რამაც ჩვენს ქვეყანას, ერთი მხრივ, უკრაინიზაცია აარიდა თავიდან და მშვიდობა შეუნარჩუნა და მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ხალხმა ეიფორიის გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და რაიმე შეცდომა სამომავლოდ არ დავუშვათ.

მომავალ წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ცხადია, ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების მოგების არავითარი რესურსი არა აქვს, რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შემოგვთავაზებს. ენჯეოები კიდევ ერთხელ გამოფენენ მტკიცებულებების გარეშე მრავალგზის ნახმარ და გაცვეთილ ფრაზებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ნაცმოძრაობა არ შევა პარლამენტში და მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. შემდეგ, საქმეში ჩვენი დაუძინებელი გარე მეგობრებიც ჩაერთვებიან და ეცდებიან, ევროკავშირის თემა რევოლუციური სცენარისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენონ. მართალია, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას ჩვენზე ადრე გაუხსნეს მოლაპარაკებები, რითაც ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების დაკნინება სურდათ. თუმცა, მოლაპარაკებების გახსნის თემამ მათთვის სასურველი ეფექტი ვერ იქონია და სტატუსის მიღება ვერ გადაფარა. ამ ფონზე, ისინი ყველანაირად ცდილობენ და მომავალშიც ეცდებიან, მოლაპარაკებების თემა კანდიდატის სტატუსის სიმაღლეზე ასწიონ, რომ მასაც რევოლუციური მუხტი შესძინონ.


სინამდვილეში, მოლაპარაკებების გახსნის თარიღს არავითარი განსაკუთრებული ფასი არა აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 5-6 წელი მაინც დაჭირდება. ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოლაპარაკებებს 2024 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 4-5 წელიწადში შევალთ ევროკავშირში, თუ 2025 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 3-4 წელიწადში გავწევრიანდებით. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენზე ადრე დაიწყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესები, თუმცა, საქართველომ სამივე შემთხვევაში დაასწრო უკრაინასა და მოლდოვას, მათზე ადრე გააფორმა ორივე შეთანხმება და მიიღო ვიზალიბერალიზაცია. მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა - ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე.


საბოლოოდ, ყველაფერი ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ოპოზიციის მცდელობა იმთავითვე ჩავარდება, უკვე მომავალი წლის დეკემბერში გაიხსნება მოლაპარაკებები, ხოლო თუ ოპოზიციას მუხტი 2-3 თვე შემორჩება, მოლაპარაკებებს 2025 წელს გაგვიხსნიან. მთავარია, როგორც უკვე ითქვა, ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს. პრევენციაზე მუშაობა დღეიდან არის საჭირო, რადგან ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება უკვე დაწყებულია. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ვერაფერი მოერევა, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებითაც ძალიან კარგად გამოჩნდა“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.