გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზესტაფონში, სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

26-09-2018

სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი მეთორმეტე კლასელებისთვის კორპუსის შეცვლაა, რომელიც მშობლების თქმით, თითქმის ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.


თერთმეტი წლის შემდეგ კორპუსის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, ბავშვებს ადაპტაცია უჭირთ.

მათ სკოლასთან საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სკოლების დეოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კორპუსის შეცვლის  მიზეზად ფინანსების არარსებობა დაუსახელეს.


ისინი ამბობენ, რომ წლებია ეს პროცესი მიმდიმარეობს და ითხოვენ, რომ მისწავლეებს ერთ შენობაში სწავლის საშუალება მიეცეთ. მშობლებს დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი თქმით, არასაკმარისი ვაუჩერების გამო მეთორმეტეკლასელების ერთად სწავლება ვერ ხერხდება.

 

აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება სასწავლო პროცესი არ აღდგება.


ipress.ge