გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თსუ სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

21-12-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების "ილიას", დავითის" და "პოლიტიკური სკოლის" წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს.


სტუდენტებთან შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, სტატუსის მინიჭებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად დგას ქვეყნის წინაშე.


სტუდენტებსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გაიმართა საინტერესო ინტერაქციული დისკუსია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე დაესწრნენ საკომიტეტო სხდომას და მოისმინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში.