გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ გურამიშვილი: ჩინეთთან სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ამოქმედებული შეთანხმება ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის" განვითარებას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას წაახალისებს

22-12-2023

„დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს, რომლებსაც ტვირთი სახმელეთო გზით გადააქვთ, შესაძლებლობა მიეცათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სატრანსპორტო ოპერაციები განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის" განვითარებას, ასევე წაახალისებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას ახალ ბაზრებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.


მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც „შუა დერეფნის", ისე საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. „ჩვენი მიზანია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. მსგავსი ინიციატივები ქართველი გადამზიდველებისთვის და ექსპორტიორ-იმპორტიორებისათვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არა მხოლოდ სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით, არამედ ის დადებითად აისახება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებშიც.


„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ'' გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.


2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდა დაახლოებით 528.9 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია. პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლის განვითარება ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას.